გაზეთ „24 საათში” სატენდერო განცხადებები 2014 წლის 1 იანვრამდე გამოქვეყნდება. ამის თაობაზე ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში შედის.
კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, გაზეთ „24 საათს” ტენდერების გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება 2012 წლის 1 აგვისტომდე ჰქონდა.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ეს ვადა 2014 წლის იანვრამდე გახანგრძლივდება.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები თეიმურაზ წურწუმია და ზვიად კუკავა არიან.
