გერმანიის ელჩი 100 მოსწავლეს დიპლომებს გადასცემს
გერმანიის ელჩი 100 მოსწავლეს დიპლომებს გადასცემს
18:00 14.05.2012
გერმანული კვირეულის ფარგლებში, ხვალ გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი პარტნიორი სკოლების ინიციატივაში (PASCH) ჩართულ 100 მოსწავლეს  გერმანული ენის დიპლომებს გადასცემს.
გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, დიპლომების გადაცემის ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძეც მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ინიციატივა - „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ 2008 წელს წამოიწყო.
ინიციატივის მიზანი მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნა და ახალგაზრდებში თანამედროვე გერმანიისა და საზოგადოების მიმართ ინტერესის გაღვივებაა.
საქართველოს ყველა PASCH-სკოლაში, 6 გერმანელი პედაგოგი ასწავლის.
აღნიშნულ ინიციატივაში საქართველოს 10 სკოლა მონაწილეობს.
გერმანული სტანდარტით, აღნიშნული დიპლომი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის ენის ცოდნის აუცილებელი დონის დამადასტურებელი საბუთია. 1999 წლიდან მსგავსი დიპლომი 640-მა ქართველმა მიიღო.
ღონისძიება თბილისის I ექსპერიმეტულ სკოლაში გაიმართება.

ბეჭდვა