დიღმის ველზე 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ
11:00 საათიდან 16 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს შეუწყდება.
შეზღუდვა ეხება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს დასახლებებს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“.
წყალმომარაგება შეუწყდება დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, ავარიულადაა დაზიანებული აღნიშნული წყალდენის დიღმის ველზე ცესკოს შენობის მიმდებარედ გამავალი მონაკვეთი.
ხვალ 11:00 საათიდან 16 მაისის 11:00 საათამდე წყლის მიწოდება დაბალი წნევით მოხდება ვეძისის დასახლებაში, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათ მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილში.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, რომ დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დილიდან შეუდგებიან.
