კიკვიძის ბაღის გაჩეხვა დაიწყო
კიკვიძის ბაღის გაჩეხვა დაიწყო
13:15 20.02.2012
კიკვიძის ბაღის გაჩეხვა დაიწყო.
როგორც "ნიუსპრესს" "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა, ბაღში  დღეს უკვე 15 ხე გაიჩეხა, თუმცა პროცესის შეჩერება ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა. მათი მისვლის შემდეგ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.
ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით, რეკრეაციული ზონის გაჩეხვა დანაშაულია, რომლის წინააღმდეგაც პოლიციაში განცხადებას შეიტანენ.
ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა" და "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე გამოიძახეს ზედამხედველობის სამსახურიც.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ინფორმაციით, კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობა იგეგმება.


ბეჭდვა