საგარეო უწყება სტიქიური უბედურებით დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო უწყება სტიქიური უბედურებით დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს
14:47 14.05.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტიქიური უბედურებების დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, გუშინ მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს რეგიონებში და თბილისში განვითარდა. ასევე, მსურს სამძიმარი გამოვუცხადო იმ ოჯახებს, რომლებმაც ამის შედეგად დიდი დარტყმა მიიღეს “ - განაცხადა მან.
12 მაისის სტიქიის შედეგად, თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა. 11 ოჯახი - სულ 32 ადამიანი უბინაოდ დარჩა. სტიქიურმა მოვლენამ მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიც დააზარალა.

ბეჭდვა