დედაქალაქს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება
დედაქალაქს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება
11:56 14.05.2012
დედაქალაქის მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურში განუცხადეს,  აბონენტები, რომლებსაც სტიქიის შემდეგ წყალი არ მიეწოდებოდათ, პრობლემის მოგვარების შემდეგ, დღეს დილიდან წყალს უპრობლემოდ იღებენ.

კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

„კომპანიის წარმომადგენლები მცირე ზიანის ლიკვიდაციის სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში ახორციელებენ“ - განაცხადეს პრესსამსახურში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტიქია არ განმეორდა, აბონენტები წყალს ჩვეულ რეჟიმში, უპრობლემოდ მიიღებენ.

გუშინ წყალი ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდის, გლდანი-ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონებს არ მიეწოდებოდა.

ბეჭდვა