მერიამ სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები გამოუყო
მერიამ სტიქიით დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები გამოუყო
11:07 14.05.2012
თბილისის მერიის სოციალურმა სამსახურმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ 11 ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულების მოთხოვნით, მათ საცხოვრებელი ფართები, იმავე რაიონებში გამოეყოთ, სადაც ცხოვრობდნენ.

12 მაისის სტიქიის შედეგად, თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა. 11 ოჯახი - სულ 32 ადამიანი უბინაოდ დარჩა, ხოლო 7 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად, ყველა მოქალაქე კლინიკიდან გაწერილია და სამედიცინო დახმარებას აღარ საჭიროებენ.

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობაც შეაფერხა. გუშინ გულიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით მოძრაობდა.

ამ ეტაპზე, დედაქალაქში საავტომობილო გზები ყველა მიმართულებით გახსნილია.


ბეჭდვა