საქართველოში საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო შეიქმნა. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომელიც უკვე ძალაშია.
საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოა.
საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს შორის დასახელებულია საექთნო საქმიანობის (ექთანი, ბებიაქალი) ხარისხის ამაღლებისა და საექთნო პერსონალის უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანაა საექთნო საქმის (ექთანი,ბებიაქალი) პერსონალის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის ხელშეწყობა; ექთნების, ბებიაქალის გადამზადების ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამების იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების შემუშავება; საექთნო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების თაობაზე წინადადებების მომზადება; დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა; ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა; მიზნობრივი პროექტების განხორციელების მიზნით დონორი ორგანიზაციების მოძიების ხელშეწყობა.
საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება იყვნენ პარლამენ¬ტი¬სა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო და¬წესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
