საქართველოში 20 მაისამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოში 20 მაისამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი
10:39 14.05.2012
მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდები 20 მაისამდე შენარჩუნდება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოში შემოსული შედარებით გრილი და ნოტიო ჰავა, დღის მეორე ნახევრიდან, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექს გამოიწვევს.

მათი ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოს უმეტეს რაიონებში შედარებით ძლიერი წვიმა მოვიდეს, თუმცა, მოსალოდნელი ნალექი მდინარეებში წყლის დონის აწევას და ქუჩების დატბორვას აღარ გამოიწვევს.

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრ დაცემას არ ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებშია მოსალოდნელი.

ბეჭდვა