მთელი საქართველოს მასშტაბით ამაღამ თოვა და ქარი შეწყდება, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში უმნიშვნელო ნალექია მოსალოდნელი. დღეიდან ღამის საათებში ყინვები მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოში -4, -5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -7, -8 გრადუსი. ზოგან შესაძლოა -12 გრადუსი დაფიქსირდეს. დედაქალაქში უახლოეს დღეებში -5, -6 გრადუსია ნავარაუდევი.
ღამით ყინვები 25 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. უნალექო ამინდი 26 თებერვლამდე შენარჩუნდება.
