ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება
ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება
10:19 14.05.2012
მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, სტიქიის შედეგად გამოწვეული შეფერხებები აღდგენილია და ამ  დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული არ არის.

შეუფერხებლად ხორციელდება ავტოტრანსპორტის გადაადგილებაც ცენტრალურ მაგისტრალებზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიას ცენტრალური გზები არ დაუზიანებია.

ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დედაქალაქი დააზიანა. თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობა ორთაჭალაში, მოედანთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ცხოვრობდნენ. მათი დაღუპვა სახლებში შევარდნილმა ძლიერმა ნიაღვარმა გამოიწვია.

სტიქიის შედეგად, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიც დაზარალდა. კახეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.

ბეჭდვა