ონში უმნიშვნელო მიწისძვრა დაფიქსირდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში
განუცხადეს.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 13 მაისს 16:21 წუთზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 1.0 მაგნიტუდა შეადგინა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრში ძლიერ მიწისძვრას არ პროგნოზირებენ.
