წუხელ სომხური ეკლესია ჩამოინგრა. შემთხვევა 01:47 საათზე ვერცხლის ქუჩაზე 26#-ში მოხდა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ საგანგებო
სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს.
სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკლესიის ნგრევა ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა ნიაღვარმა და ჩამოშლილმა მიწამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, გასულ ღამეს სხვა შემთხვევა არ ყოფილა, დაფიქსირდა მხოლოდ მიწის ჩამოშლის რამდენიმე ფაქტი, ერთი მათგანი გლდანი-ნაძალადევის რაიონში.
