დღეს კახეთის აჯანყების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
დღეს კახეთის აჯანყების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
09:01 14.05.2012
კახეთის 1812 წლის აჯანყების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური საღამო დღეს გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მიიღებენ მონაწილეობას.
იგი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ეწყობა.


ბეჭდვა