თსუ-ში გამოფენა გაიხსნება
თსუ-ში გამოფენა გაიხსნება
08:54 14.05.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გამოფენა - „საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“ გაიხსნება.

უნივერისტეტის ინფორმაციით, აკადემიურ სფეროში გერმანიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობებით, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამებით და სხვადასხვა ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობით აისახება.

თსუ გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების წარდგენის მიზნით, სხვადასხვა უნივერსიტეტებს გამოფენაში მონაწილეობისთვის იწვევს.

გამოფენის ორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურია.

ბეჭდვა