გარდაცვლილი მშობიარის ოჯახის წევრებს საჩივარი ჯერ არ შეუტანიათ
გარდაცვლილი მშობიარის ოჯახის წევრებს საჩივარი ჯერ არ შეუტანიათ
12:11 20.02.2012
მშობიარობის დროს გარდაცვლილი 21 წლის ნინო მარტოიანის ოჯახის წევრებს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული რეგულირების  სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ.
 როგორც "ნიუსპრესს" ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული რეგულირების სააგენტოდან აცნობეს, საქმის მოკვლევის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მინისტრის დავალებით სააგენტოს სპეციალურმა ჯგუფმა გამოძიება უკვე დაიწყო.
საქმის მოკვლევის შემდეგ როგორც სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ასევე, განიხილება სამედიცინო დაწესებულების არსებული მდგომარეობა და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ახალ სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან.
პირველ კლინიკურ საავადმყოფოში 21 წლის ნინო მარტოიანი 18 თებერვალს მშობიარობის დროს გარდაიცვალა.

ბეჭდვა