თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 13 საათამდე საირმის,
ბურძგლას, მიცკევიჩის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
10-დან 14 საათამდე ელექტროენერგია მუხიანის II, IVა მიკრორაიონის, ლიბანის და მიმდებარე ქუჩებს, ქერჩის, გმირ კურსანტთა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 10-დან 16 საათამდე ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, მამარდაშვილის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის და მიმდებარე ქუჩებს, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ასევე დიღმის მასივის III კვარტლის და მიმდებარე ქუჩებს, დაბა წყნეთის მოსახლეობას შეეხება.
შუქი 10-დან 17 საათამდე ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის ნაწილს, გამზირების, მიცკევიჩის, საირმის, შმიდტის, ჭილაძის და მიმდებარე ქუჩებს, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, შორაპნის II დასახლების და მიმდებარე ქუჩებს, თემქის IV მიკრორაიონის, თემქის Xა კვარტლის, ხევძმარის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 10-დან 18 საათამდე მოსკოვის გამზირის ნაწილს, აეროპორტის და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირის ნაწილს, გოგაშენის, ბჟოლეთის, ედისის, ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
11-დან 15 საათამდე ელექტროენერგია ლადო ასათიანის, ტაბიძის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო 11-დან 17 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ფალიაშვილის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ქვესადგურში „კოჯორი“ სარემონტო სამუშაოების გამო, 12-დან 16 საათამდე შუქი დაბა კოჯორის ნაწილს გაეთიშება.
