მიხეილ სააკაშვილი - „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ მშენებლობა ან დაასრულოს, ან დავაჯარიმოთ
მიხეილ სააკაშვილი - „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ მშენებლობა ან დაასრულოს, ან დავაჯარიმოთ
18:23 13.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჭალების დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
მან მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და მთვარობას დაავალა ყველა რესურსი სწორედ სტიქიის ზონაში გადაიყვანოს, რათა შედეგების დროული ლიკვიდაცია მოხდეს.
„პირველ რიგში სპეცრაზმი და მთელი ძალა უნდა გადმოვიყვანოთ აქ, რათა ხალხს დავეხმაროთ. ჩვენი სამთავრობო უწყებების ეზოებს მერეც გავწმენდთ. სპეცრაზმი უნდა წამოვიყვანოთ აქეთ, რათა ხალხს ეზოების გაწმენდაში, ავეჯისა და პირადი ნივთების გამოტანაში დაეხმარონ“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტს ადგილობრივებმა მშენებარე „ოლიმპიური ვარსკვლავზე“ მიუთითეს და აღნიშნეს, რომ რაც მშენებლობა დაიწყო, საკანალიზაციო სისტემაც მოიშალა.
„ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ შეჩერებული მშენებლობა ან დაასრულოს, ან ჯარიმა დავადოთ და მოვანგრიოთ. ფაქტობრივად, ხალხს შენობა თავზე დაადგეს და ცხვირწინ აუშენეს. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ“- დაავალა პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს.
პრეზიდენტი დღესვე ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახში მივიდა პირადად მიუსამძიმრა.

ბეჭდვა