პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარის გამო. ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვაა და სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი რისკებისგან დააზღვიოს.
„სტიქიური უბედურებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ისიც ცალსახაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი მოქალაქეები მოსალოდნელი რისკებისგან და წინასწარ განსაზღვროს საფრთხეები. გუშინდელი ფაქტის გაანალიზება არა მხოლოდ ხელისუფლების, ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაც არის“- ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კოალიცია სწავლობს, შესაძლებელი იყო თუ არა მომხდარი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება და ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას უახლოეს დღეებში გააცნობს საზოგადოებას.
