მიხეილ სააკაშვილმა ორთაჭალაში სტიქიის შედაგად გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
მიხეილ სააკაშვილმა ორთაჭალაში სტიქიის შედაგად გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
16:57 13.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორთაჭალაში სტიქიის შედაგად ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს ეწვია და მათ პირადად მიუსამძირა.
პრეზიდენტის თქმით, დაზარალებულებს დღის ბოლომდე სხვა ბინაში გადაიყვანენ და პირველადი საჭირო ნივთებით მოამარაგებენ.
სააკაშვილმა მერიის თანამშრომლებს სპეციალური დავალებებიც მისცა, რაც ე.წ ბარაკის ტიპის სახლების აღწერას და ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი სტანდარტების შემოღებას ითვალისწინებს.
„ასეთ პირობებში მცხოვრებნი ყველაზე მეტად არიან დაუცველი სტიქიისაგან. თბილისი უნდა გავწმინდოთ ძველი ბარაკებისგან, ამ ხალხს უნდა მოვუძებნოთ ჭერი და არ დავუშვათ, რომ ახალი მსგავსი დასახლებები იყოს. რეგიონებში ბევრგან გაჩნდა პერსპექტივა და ადამიანი ავტომატურად თბილისში არ უნდა გამორბოდეს, მაგრამ თუ უკვე ჩამოსულია ყვლანაირად ხელი შევუწყოთ“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ძლიერი წვიმისა და ნიაღვარის შედეგად, თბილისში ორთაჭალაში გუშინ 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

ბეჭდვა