პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ თბილისში, ორთაჭალაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის მიზეზების შესასწავლად
სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ.
„ნიუსპრესს“ „თეთრები“ აცხადებენ, კომისია დამოუკიდებელი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს.
გარდა ამისა, პოლიტიკური მოძრაობა წუხანდელი სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანგრძნობას უცხადებს.
"თეთრები" თანაგრძნობას ვუცხადებთ 12 მაისის ბუნებრივი სტიქიის გამო დაზარალებულებს. განსაკუთრებულად მძიმეა იმის გაფიქრებაც კი, რომ არის ადამიანთა მსხვერპლი - დაღუპულია რამდენიმე ბავშვი“- აცხადებენ „თეთრები“.
წუხელ, ძლიერი წვიმის და ნიაღვარის შედეგად, თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.
