კომპანია „ახლი ნათება“ 15 მაისიდან საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით - „ლეიკემია იკურნება“ იწყებს.
აქციის ფარგლებში ახალი ნათების პარნიორი კომპანიების Philips-ის და Opple-ის ეკომიური ნათურების გაყიდვიდან თანხის 10% საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება.
საქველმოქედო ფონდი „ახალი ნათება“ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად, მათი მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა ხარჯებს დააფინანსებს.
ფონდის წევრები საქართველოში არსებული ლეიკემიით დაავადებული ბავშვების რაოდენობასა და მდგომარეობას დეტალურად გამოიკვლევენ, შემდეგ კი, გადაწყდება თუ რა მიმართულებით დაიხარჯება თანხა.
„რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეიკემიამ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპალა. სწორედ ამ ფაქტმა დაგვანახა კიდევ ერთხელ თუ რა დაუნდობელია ეს დაავადება და განაპირობა ჩვენის მხრივ საქველმოქმედო აქციის ჩატარების აუცილებლობა“-აცხადებენ „ახალ ნათებაში“.
აქციის დეტალებზე კომპანიის წარმომადგენლები 15 მაისს პრესკონფერნციაზე ისაუბრებენ.
პრესკონფერენციას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის, კომპანია „ახალი ნათების“ და „ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ წარმომადგენლები წარუძღვებიან.
