თბილისის აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება
თბილისის აეროპორტში ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება
15:16 13.05.2012
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი ავიარეისი ჩვეულ რეჟიმში სრულდება.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, გასული ღამის განმავლობაში ძლიერ წვიმასა და ქარს აეროპორტის მუშაობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
მცირე წვიმა ისევ მოსალოდნელია, თუმცა, აეროპორტში ამის გამო საგანგებო რეჟიმზე გადასვლას არ აპირებენ და ჩვეულებრივ ღამის განმავლობაში მორიგე იმუშავებს. საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციზე რეაგირებისთვის სპეციალური ტექნიკაც მზადყოფნაშია.
წუხელ დედაქალაქში ძლიერი წვიმა იყო. სტიქიის შედეგად რამდენიმე უბანი დაიტბორა, ჩამოინგრა სახლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქში ამ დრომდე სპეციალური ბრიგადები გაწმენდით სამუშაოებს ახლორციელებენ.

ბეჭდვა