თბილისის მერია სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერია სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
15:03 13.05.2012
თბილისის მერია სტიქიის შედეგად გგარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მათი ინფორმაციით, მერია სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულ ხარჯებს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა კი, უკვე დაწყებულია. აჟამად, ქალაქის სხვადასხვა ადგილებში არსებული დაზიანებების აღმოფხვრა და სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმინარეობს.
„24 საათიანი რეჟიმში მუშაობს თბილისის ყველა საქალაქო სამსახური. მოძრაობა ქალაქის ქუჩებში შეუფერხებელია, ჩვეული გრაფიკით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი“- აცხადებენ მერიაში.
გუშინ ღამით, თბილისში უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლები. სტიქიის შედეგდ 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ბეჭდვა