ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე წყალი
ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდის, სოლოლაკის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ზედა ზონებს, სვანეთის უბანსა და სანზონას შეფერხებით მიეწოდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ გასული ღამის ძლიემა წვიმამ და ნიაღვრებმა მდინარე არაგვისა და მისი შენაერთების ადიდება გამოიწვია, რამაც არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირება შეაფერხა.
მათივე ცნობით, შექმნილ მდგომარეობას თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია და ის სახელმწიფო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
მათი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ და წყალმომარაგება სავარაუდოდ, დღის ბოლოს განახლდება.
