დუშეთში 10 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
დუშეთში 10 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
14:48 13.05.2012
დუშეთში 10 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და  მძიმე ტექნიკა, თუმცა, არამდგრადი ამინდის გამო, სამუშაოები ფერხდება.
მეწყერი გუშინდელი რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ჩამოწვა.
გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელი ციხისუბანი, თხილნარი, ქედელობა, მიქელიანი და სხვა სოფლების 350-მდე ოჯახი.

ბეჭდვა