ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე დღეს საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციაციათა საქალაქო სამსახურში განუცხადეს.
კერძოდ ჩამონგრეულია სველი წერტილები და სათავსო ოთახი. სახლი ძველი აშენებულია და იგი ერთსართულიანი იყო.
კედლის ჩამონგრევის დროს სახლში კვირიკაშვილების ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, მათგან არავინ დაშავებულა.
