პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებს გამოთქვამს.
„სამძიმარს ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს. სტიქიის დროს შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, რათა სავალალო შედეგები აგვეცილებინა, მაგრამ უხვმა ნალექმა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. გისამძიმრებთ ყველას“ - ნათქვამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბაქრაძის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარის გამო სამძიმარი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა.
