პრეზიდენტი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
პრეზიდენტი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
12:24 13.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი უბედურების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და მათ ახლობლებს თანაუგრძნობს“ - ნათქვამია განცხადებაში.
წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.

ბეჭდვა