თბილისში წუხანდელი სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ზარალის ცალკეული შემთხვევები ინდივიდუალურად შეისწავლება. ამის შესახებ თბილისის მერიის
სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხდა.
მისი თქმით, მერია თბილისის გამგეობებთან ერთად ზარალის აღწერაზე უკვე მუშაობს.
„როგორც გამგეობა და ასევე, თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს ჩვენი თანამოქალაქეების მხარდასაჭერად და დასახმარებლად“- აღნიშნა ქაცარავამ.
მისივე თქმით, წუხანდელი წყალდიდობის შედეგად მთილანობაში 30-მდე ადამიანი დაშავდა. 4 მათგანს ჰიპოთერმიითსა და გადაცივების გამო, ამბულატორიული დახმარება დასჭირდა. დაშავებულები საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. გუშინ დაახლოებით 23.00 საათიდან დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქლაქში განსაკუთრებით ორთაჭალის მოსახლეობა დაზარალდა. გულუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებში წყალი შევარდა, რის შედეგადაც პირველი სართულები დაიტბორა და კედლები ჩამოინგრა, გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი - ერთი რამდენიმე თვისაა, მეორე კი, 5 წლის. ამ დროისთვის ტერიტორიას მთიდან ჩამოტანილი მასალებისგან წმენდენ.
წუხანდელი წვიმის შედეგად დაიტბოტა მუხიანში მდებარე აგარაკები და მეწყერი ჩამოწვა ნუცუბიძის პლატოზე.
