„იდენტობა“ ფოტოგამოფენას - Love Is the Law გახსნის
„იდენტობა“ ფოტოგამოფენას - Love Is the Law გახსნის
11:09 13.05.2012
გენდერული თანასწორობისა და ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ფოტოგამოფენას - Love Is the Law წარადგენს.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაცია „იდენტობიდან“ აცნობეს, ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული ფოტოები ლგბტ მოძრაობის ისტორიიდან, ასევე საქართველოში 2012 წლის 31 მარტს, ტრანსგენდერთა ხსოვსნის დღეს ჩატარებული ფლეშმობის ფოტოები.

გამოფენას ცოცხალი მუსიკით საქსოფონზე გოგა გარსევანიშვილი გააფორმებს.

ერთდღიანი გამოფენა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში იმართება.


ბეჭდვა