წუხანდელი ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისში საქალაქო ტრანსპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა, გულუას ქუჩასა და მიმდებარე
ტერიტორიებზე მოძრავი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით გადაადგილდება.
თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ხელძღვანელის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, აღნიშნული ხაზის სამი ავტობუსი ამ ეტაპზე გულუას ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობს.
გულუას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე კი, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია და გზები ძლიერი წვიმის შედეგად, მთიდან ჩამოტანილი სხვადასხვა მასალასებისა და ნანგრევებისგან იწმინდება.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში გზები ყველა მიმართულებით გახსნილია.
წუხანდელი სტიქიის შედეგად თბილისში 5 ადამიანი გარდაიცვალა.
