ეუთო-ს ეკონომიკური ფორუმი ბათუმში დღეს განახლდა.
ფორუმი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. გუშინ მონაწილეებმა სხვადასხვა, მათ შორის ეუთო-ს
რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ემიგრაციის პრობლემებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.
ფორუმის ფარგლებში იგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პეტროს ეფთიმიუსსაც შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის გამო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მადლიერია, რადგან ეს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ეუთოს ეკონომიკური ფორუმი ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს. მას ეუთოს 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამუშაო სესია გუშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პეტროს ეფთიმიუსის და მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
