უკრაინაში, ქალაქ ქერჩში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლების შემოწირულობებით აშენებული წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გაიხსნა.
ეკლესია მეორე მსოფლიო ომის დროს ქერჩში დაღუპულ 80 ათასი ქართველი ჯარისკაცის სულის მოსახსენებლად აშენდა.
ტაძარი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ აკურთხა, რომელიც საპატრიარქოს დელეგაციას ხემძღვანელობდა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც „ქრისტიან-დემოკრატებიც“ შედიოდნენ ქერჩში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ათობით ათასი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის სულის მოსახსენებლად ქერჩში ქართული ეკლესიის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა.
