თბილისში, ფურცელაძის #28-ში დღეს, 3 სართულიანი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ნგრევის დროს არავინ დაშავებულა.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა.
ადგილზე რაიონის გამგეობისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო. არსებული ინფორმაციით, რაიონის ხელმძღვანელობა ადგილობრივებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. გამგეობა დაზარალებულებს კომპენსაციის სახით, დროებით ქირის გადახდას და თბილისის მერიის პროექტში „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ მონაწილეობას სთავაზობს.
