თბილისის რამდენიმე ქუჩისთვის წყლის მიწოდების აღდგენა უკვე დაწყებულია. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, ავარიულად დაზიანებული მილი გამოიცვალა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება ეტაპობრივად 11:00 საათიდან დაიწყო.
დიდ დიღომში, სავაჭრო ცენტრ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 1400 მმ-იანი წყალსადენი გუშინ გვიან საღამოს დაზიანდა.
დაზიანების შედეგად, წყალმომარაგება ვაჟა-ფშაველას გამზირს, ნუცუბიძის კვარტლებს, თემქის დასახლებას და ვაზისუბნის მიკრორაიონებს ჰქონდა შეწყვეტილი.
