მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა და ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.
უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.
წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს - 12 მაისს და 13 დეკემბერს.
