პრეზიდენტმა თბილისში მშენებარე ობიექტები დაათვალიერა
პრეზიდენტმა თბილისში მშენებარე ობიექტები დაათვალიერა
17:32 11.05.2012
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, გალაკტიონის ხიდთან მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები შენდება. გზის ამ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად იმოძრავებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ მარჯვენა სანაპიროზე დიღმიდან - ორთაჭალისკენ მიმავალი ნაკადი გამოიყენებს ახალ გვირაბს, ხოლო ორთაჭალიდან მარჯანიშვილის ან ელბაქიძის ქუჩისკენ მიმავალი ნაკადი გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.

დღესვე, სააკაშვილი ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზეც მივიდა, სადაც ახალი მაგისტრალიდან 204 მეტრიანი გვირაბი შენდება. იგი სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულებს გაესაუბრა.

პროექტის ფარგლებში ბახტრიონის ქუჩასთან შემაერთებელი კვანძი - ვერეს ხევის მაგისტრალიდან გვირაბამდე მისასვლელი გზა გაკეთდება.

გვირაბის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დასრულდება.

ბეჭდვა