NDI არჩევნებამდე კიდევ ორ კვლევას ჩაატარებს
NDI არჩევნებამდე კიდევ ორ კვლევას ჩაატარებს
16:21 11.05.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ორ კვლევას ჩაატარებს.  ამის შესახებ ორგანიზაციის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ნავაროს არ დაუკონკრეტებია გამოიკვლევენ თუ არა პარტიების რეიტინგს. მისი თქმით, ამას საზოგადოება კვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაიგებს.

ნავაროს თქმით, NDI-ს სადამკვირვებლო მისიაც ეყოლება, რომელიც წინასაარჩევნოდ მედიის მუშაობას, წინასაარჩევნო პროცესებს და თავად არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან“- აღნიშნა მან.

NDI-ს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს “რეგიონული მედიის ასოციაციის“ მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რეგიონულ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები გააცნეს. წარმოდგენილი ფაქტების შეფასებისგან ნავარომ თავი შეიკავა.



ბეჭდვა