სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დღეს სახელწოდებით "პლაზმაკლასტერ ტექნოლოგია თანამედროვე მედიცინაში" საერთაშორისო საინფორმაციო სემინარი ტარდება.
სემინარზე უახლეს ლაზმაცლუსტერ ტექნოლოგიას წარმოადგნენ, განიხილება მისი როლი და შესაძლებლობები ინფექციური, ვირუსული და ალერგიული დაავადებების გავრცელების პროფილაქტიკისთვის.
სემინარზე მიწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოტერორიზმთან ბრძოლის ლაბორატორიის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები და საქართველოს წამყვანი საავადმყოფოების, კლინიკების და სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელები.
