წმინდა მიწაზე მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად ხვალ, ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში წირვას შეასრულებს.
ხვალვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოილოცავს წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტი წმინდა მიწაზე 25 თებერვლამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი შეხვედრებს გამართავს როგორც სასულიერო, ასევე პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
