საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციას მართავს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციას მართავს
14:27 11.05.2012
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დღეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციას მართავს.  ღონისძიება “ერთად ერთმანეთისთვის” მ. იაშვილის კლინიკაში არსებულ ლეიკემიის ცენტრში ტარდება.
ცენტრს გასასინჯი დივანი, 2 ეტლი და წნევის აპარატი გადაეცემა. ნივთები წითელმა ჯვარმა 22, 28 და 29 აპრილს ჩატარებულ აქციებზე შემოწირულობის ყუთებით შეგროვილი თანხით შეიძინა.
ბენეფიციარებს თბილისის აეროპორტი სხავდასხვა საჩუქრებს გადასცემს. ღონისძიება წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში იმართება. კვირეული 3 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ტარდება.
მსგავსი ღონისძიებები წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ყოველწლიურად 188 ქვეყანა კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობასა და ფუძემდებლურ პრინციპებს.

ბეჭდვა