ხოშარაულის ქუჩაზე კორპუსის სახურავი დაიწვა
ხოშარაულის ქუჩაზე კორპუსის სახურავი დაიწვა
10:46 11.05.2012
ხოშარაულის ქუჩაზე 9 სართულიანი კორპუსის სახურავი ხანძარმა გაანადგურა.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაიწვა 80 კვადრატული  მეტრის ფართი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მათი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.

ბეჭდვა