სტამბულში ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
სტამბულში ჩერქეზი ხალხის გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
14:28 19.02.2012
სტამბულში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.  ინფორმაციას ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სტამბულის ფათიჰ ალი ემირის კულტურის ცენტრში საქართველოს საისტორიო არქივში დაცული ჩერქეზთა გენოციდთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფოტოსურათები გამოიფინა.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის თემაზე მემორიალის შექმნის მიზნით ჩატარებული კონკურსის პროექტების ფოტოსურათები.
გამოფენის ორგანიზატორები თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრი, თურქეთში მოქმედი კავკასიური ასოციაციების ფედერაცია ,,კავკასიური სახლი" და მოძრაობა ,,ჩერქეზი პატრიოტები" არიან.

ბეჭდვა