მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება
მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება
18:43 10.05.2012
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება და აღწერის ჩატარების ზუსტ თარიღს დაადგენს.

უწყების ცნობით, აღწერის მომზადებას და ჩატარებას მინიმუმ 1-წლიანი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, აქედან გამომდინარე, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2012 წელს ვერ ჩატარდება.

საქსტატი მოსახლეობის მომავალი აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინასებით ახორციელებს. კერძოდ, ის კითხვარებს, ინსტრუქციებს და შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენისთვის ციფრულ კარტოგრაფიულ მასალებს ამზადებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეზოლუციის თანახმად, ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2005-2014 წლების პერიოდში უნდა განახორციელონ.


ბეჭდვა