წუხელ სტიქიის მიზეზით გამოწვეული 8 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
წუხელ სტიქიის მიზეზით გამოწვეული 8 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა
11:59 19.02.2012
თბილისში, ღამის განმავლობაში თოვლისა და ყინვის შედეგად ავტოტრანსპორტის  მოცურებისა და სხვა სახის ავარიული სიტუაციის 8 შემთხვევა მოხდა.

როგორც, მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან "ნიუსპრესს" აცნობეს, შემთხვევები ძირითადად თბილისის ზღვის, ვარკეთილის მხარესა და კოჯრის გზაზე დაფიქსირდა, თუმცა საბედნიეროდ არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით დათბობას 21 თებერვლიდან ვარაუდობენ.

ბეჭდვა