მოქალაქეებს უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან გაათავისუფლებენ
მოქალაქეებს უბილეთოდ მგზავრობისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან გაათავისუფლებენ
16:36 10.05.2012
მოქალაქეებს უბილეთოდ მგზავრობისთვის და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცებისთვის დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გაათავისუფლებენ.
“ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლების” შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტით, საურავებისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც ეს პასუხისმგებლობა ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცებისთვის დაეკისრათ.
რაც შეეხება უბილეთოდ მგზავრობას, ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავიუფლება შეეხება იმ პირებს, რომელთაც უბილეთოდ ავტობუსით და ან სამარშუტო ტაქსით იმგზავრეს და ან ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვი უბილეთოდ გადაიყვანეს.
მსგავსი ინიციატივა “ქართული დასის” ლიდერს ჯონდი ბაღათურიასაც ჰქონდა, თუმცა, მის მიერ ინიცირებული პროექტი სხვა საურავებისა და ჯარიმებისგან გათავისუფლებასაც მოიცავდა. მთავრობამ ბაღათურიას ინიციატივის გადახედვა მოსთხოვა, თუმცა, მათ შორის კონსულტაციები ვერ შედგა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ “ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლების” შესახებ ინიციატივის ავტორი თვითონ ყოფილიყო.
კანონპროექტის განხილვა ჯერ კომიტეტებს არ დაუწყია.

ბეჭდვა