დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა
დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლი დაინგრა
11:32 19.02.2012
აეროპორტის დასახლების მე-14 ქუჩაზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარმა აფეთქებამ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაანგრია.
როგორც "ნიუსპრესს" მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს ნანგრევებიდან რვა ადამიანი ამოიყვანეს. სხეულის დაზიანება ორმა ადამიანმა მიიღო. მათგან ერთს ხელის მოტეხილობა აქვს მიღებული, მეორე კი შოკურ მდგომარეობაშია.
ამ დროისთვის დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბეჭდვა