კიდურების მოყინვით რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
კიდურების მოყინვით რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
11:03 19.02.2012
რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრში კიდურების მოყინვის დიაგნოზით გადაყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.  რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ცნობით, ბავშვს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამჟამად დამწვრობის ცენტრში კიდურების მოყინვით 8 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება, დანარჩენები კი სტაციონარულ მკურნალობას გადიან.


ბეჭდვა