საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დღეს კოჯრის ბავშვთა სახლში საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით - „გავერთოთ ერთად!“ წითელი ჯვრის მოხალისეები და საბავშვო გასართობი ცენტრის წევრები ჩაატარებენ.
სტუმრები კოჯორში მცხოვრები მოზარდებისთვის გასართობ თამაშებსა და შეჯიბრებებს მოაწყობენ, გამარჯვებულებს კი, სასტუმრო „რედისონის“ წარმომადგენლები დააჯილდოვებენ.
ღონისძიება წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში იმართება. ის 8 მაისს - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღეს ეძღვნება.
კვირეული 3 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ლოზუნგით - „ახალგაზრდული შემართებით!“ ტარდება.
მსგავსი ღონისძიებები წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.
